ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალხმრივად ვასრულებდით აღებულ ვალდებულებებს

Read Time:25 Second

მინდა განვაცხადო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალხმრივად იყო გაფორმებული. რეალურად ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალხმრივად ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ. რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე: სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა
Next post გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია