ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ

Read Time:34 Second

დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, 9 აპრილი მუდამ სამშობლოსთვის თავგანწირვისა და ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება.

„ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება, საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

9 აპრილი მუდამ სამშობლოსთვის თავგანწირვისა და ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში
Next post ირაკლი კობახაძემ თბილისის მერთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო