ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივ ძალას სახელმწიფოებრივი მიდგომებით დავუპირისპირდებით

Read Time:27 Second

„ნაცმოძრაობის“ სახით არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რაღაცნაირად შექმნას დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელიც თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი ცხრა წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში. ის არის ანტისახელმწიფოებრივი ამ ექვსი წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ასეთი დამოკიდებულება”, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს
Next post კახა კალაძე – ქართველი ხალხი არის ბრძენი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გაეცა