ირაკლი კობახიძე: ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი გახდა

Read Time:30 Second

ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი გახდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუას, უგულავასი, სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული ნაცმოძრაობის კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საუბარია დადგენილების პროექტზე, „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“, რომლის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე და ზვიად კვაჭანტირაძე, ავტორების შორის კი: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, უჩა ნანუაშვილი, ზაზა ხატიაშვილი და სხვები

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მივა ბოლომდე იმ ადამიანების გარეშეც, რომლებიც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან
Next post კახა კუჭავა – დღეს ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ, თუ რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია, როცა ოპონენტების ტყუილს სიმართლეს უპირისპირებ