იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა

Read Time:29 Second

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს “ალუტექ ჯორჯიას“ თანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა.

ქარხანა მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა და რამდენიმე თვეა, წარმატებით მუშაობს. “ალუტექ ჯორჯიას” საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

“ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული მოქალაქე ჰყავდეს ჩემს ქალაქს, რასაც მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – ჩვენ წარვადგინეთ გამარჯვებაზე ორიენტირებული მომავლის გუნდი
Next post არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია“