იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ მათი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია

Read Time:35 Second
“ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ თქვენი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია“, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კადიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას.
მერობის კანდიდატი ქუჩის მცხოვრებლებს საარჩევნო სტრატეგიაზე ესაუბრა და მათგან ქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა.
“ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩაა ურბანული და ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაა თანამედროვე მჭიდრო დასახლება და განთავსებულია მრავალი მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტი. ჭავჭავაძის ქუჩის, ყველაზე დატვირთული ნაწილის მცხოვრებლებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობაც კი ჰქონდა. გავეცანი მათ შეხედულებებს, ინიციატივებს, მივიღე რჩევები, შენიშვნები და მხარდაჭერა. მოსახლეობის მოსმენა,  გონივრული რჩევის მიღება, მათი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება, მათთან რაციონალური თანამშრომლობაა ზუსტად ჩემი მთავარი გეგმა მერად არჩევის შემდეგ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს
Next post ირაკლი ჩიქოვანმა სოფელ დარჩელსა და ორულუში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო