იოსებ ხახალეიშვილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქუთაისელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელებს მიმართავს და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, აუცილებელია რეკომენდაციები სრულად იქნას დაცული.
“ბოლო დღეების განმავლობაში იმერეთში, ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თუმცა როგორც სპეციალისტებიც ამბობენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კვლავ სრულად მართავს პროცესს.
აუცილებელია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ ვატაროთ ყველგან პირბადე – ღია თუ დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში, რადგან ინფექციის გავრცელების ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება სწორედ პირბადეა, დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით.
ვირუსის მეტად გავრცელების თავიდან არიდების და ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების დაცვის მიზნით, დიდ ქალაქებში გადაიდო სწავლის დაწყება უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტში, რომლის გახსნასაც ყველა ჩვენგანი ასე ველოდით. 1 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას, რათა უფრო მალე შევძელოთ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებაც, მასთან ერთად თანაცხოვრებაც და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაც, რადგან წინ ბევრი საქმე გვაქვს.
სიფრთხილე და მეტი ყურადღება გვმართებს ერთმანეთისთვის, თუმცა პანიკის გარეშე, რადგან კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია”, – აღნიშნულია ქუთისის მერობის კანდიდატის მიმართვაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თეა წულუკიანი – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, – ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა,...
იაგო ხვიჩია – მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მიშა იჯდეს „ვივამედში“, თუ დასავლეთთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის...
თეა წულუკიანი: 2020 წელს ძალიან დიდი თანხები მოხმარდა რევოლუციის მცდელობას. მაშინ გეგმა ჩავარდა და ახლა უფრო მეტი რესურსი მობილიზდა, რომ 2024 წლის არჩევნები გამოყენებული იყოს კვლავ რევოლუციური მცდელობისთვის
ვიღებთ ამ ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ უბრალოდ იცოდეს, საიდან და რა მიზნით შემოდის...
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ – ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
ლობისტების ხელი ძლიერია, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რამ - ზოგიერთი ძალისთვის სასურველი ხელისუფალი იქნებოდა სააკაშვილი, ის ასრულებდა ყველა დავალებას,...
თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო
მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა,...
შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ
საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია...