ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

Read Time:41 Second
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელიც სომხეთიდანაა. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა. 2 ახალი დადასტურებული მივიღეთ. ორივე იმპორტირებულია, 2 სტუდენტი, რომელიც სომხეთში სწავლობდა და იქედან დაბრუნებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში დადასტურებულია 911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 768 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
Next post კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რეკორდული რაოდენობის, 185 ნაშრომი შევიდა