იენს სტოლტენბერგი: თავდაცვის სფეროში ევროკავშირის უფრო მეტ ძალისხმევას მივესალმებით, მაგრამ ეს ნატოს ვერ ჩაანაცვლებს

Read Time:30 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმებს საერთო თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულმა ალიანსის ოპერაციების დუბლირება არ უნდა მოახდინოს.

„თავდაცვის სფეროში ევროკავშირის უფრო მეტ ძალისხმევას მივესალმებით, მაგრამ ეს ნატოს ვერ ჩაანაცვლებს. ამან არ უნდა მოახდინოს ნატოს დუბლირება, რადგან ჩვენ ძალების ერთი ნაკრები გვაქვს. მწირი რესურსები გვაქვს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

2 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სწრაფი რეაგირების ძალა უნდა შექმნას.

„ზოგჯერ არის მოვლენები, რომლებიც ისტორიის კატალიზაციას ახდენს, გარღვევას ქმნის და ვფიქრობ, რომ ავღანეთი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. სწრაფი რეაგირების ძალა ამის ნაწილი უნდა იყოს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზვიად შალამბერიძე – იმერეთში, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 4 მილიარდ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
Next post დავით ზალკალიანი ხავიერ კოლომინას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას ულოცავს