თენგიზ ცერცვაძე: კოვიდის მართვას ვახერხებთ როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის. ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს

Read Time:34 Second

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა. მისივე განმარტებით ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შემოტანისა და პაციენტების სწორად მართვის შედეგია სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელიც.

„ბოლო 4 თვის განმავლობაში არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზ და საჭიროების შემთხვევაში მიიღო „პაქსლოვიდი“, არცერთი არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა. ანუ, ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს. მეტი გარდაცვალება კოვიდის დროს არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ-ავადმყოფების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ბექაური ობერვარტის ღია პირველობის გამარჯვებულია?
Next post ხვიჩა კვარაცხელია: ემიგრანტების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა