ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს და ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას სწორედ რეანიმაციაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს

Read Time:49 Second

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს. მისი თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს.

„პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს. ეს არის მინიმალური რაოდენობა, იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველი შემთხვევისთვის ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

„არის წარმოუდგენელი ზეწოლა კლინიკის პერსონაზე, არის მუქარები და არა მარტო ექიმების მისამართით, არამედ მათი ოჯახის წევრების მისამართითაც. თუნდაც ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, რაზეც მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის ჩართულობით დავიწყეთ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება, ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე
Next post მიხეილ სააკაშვილის წერილი ხაბეიშვილს: გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად – საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს