ვიქტორ ყიფიანი: შვეიცარიის მართლმსაჯულების პრაქტიკაში ჩვენ მივიღეთ ისეთი კაზუსი, რომ თურმე, ნდობითი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს ბანკის მიმართ ამოძრავებს, დამოკიდებულია, რამდენად აქტიური იქნებიან სხვა, მესამე პირები

Read Time:1 Minute, 51 Second

ბანკმა ისარგებლა მეტად უნიკალურად შეთხზული საბაბით და დღემდე აჭიანურებს თანხების სრულად გადახდას. ამიტომაც, ჩვენ შემთხვევითი არ არის, რომ საქმეში ამ თანხებს ვუწოდეთ „მოპარული ფული“. ამდენად, ჩვენ მივიღეთ ისეთი კაზუსი შვეიცარიის მართლმსაჯულების პრაქტიკაში, რომ თურმე, ნდობითი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს ბანკის მიმართ ამოძრავებს, ეს ნდობითი ურთიერთობა დამოკიდებულია, რამდენად აქტიური იქნებიან სხვა, მესამე პირები, რომელთანაც თქვენ, როგორც კლიენტს, არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გაქვთ – არანაირი მოთხოვნის უფლება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა, „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს მეტად უნიკალური, ეგზოტიკური და უჩვეულო გადაწყვეტილება 2018-ში ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მიღებული, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები თქვა შემდეგი, რომ თურმე, ის თანხები, რომლებიც ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე, ეს არის დაახლოებით, 150 მლნ დოლარი, გადაირიცხა ბატონი ივანიშვილის ანგარიშიდან სხვა პირთა ანგარიშებზე, ამ თანხების გადახდა ბანკის მხრიდან დამოკიდებულია მესამე პირებისგან თანხის ამოღებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ისეთი უცნაური სიტუაცია, რომლითაც ბანკმა ისარგებლა, რომ თურმე, როდესაც თქვენ არჩევთ ბანკს, არჩევთ გარკვეული სანდოობის პრინციპით და მას ანდობთ ფულს, თურმე, ეს ნდობა ყოფილა პირობა დადებული, რომ თქვენ ეს ფული შეიძლება ბანკისგან დაიბრუნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, რამდენად შეძლებს ბანკი ამ თანხის ამოღებას მესამე პირთაგან. სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ამ მესამე პირებში ჩვენ შეგვიძლია თანაბრად მოვიაზროთ აწ გარდაცვლილი პატრის ლესკუდრონი, ასევე, ნებისმიერი მესამე პირი.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბანკმა ისარგებლა მეტად უნიკალურად შეთხზული საბაბით და დღემდე აჭიანურებს ამ თანხების სრულად გადახდას. ამიტომაც, ჩვენ შემთხვევითი არ არის, რომ საქმეში ამ თანხებს ვუწოდეთ როგორც „მოპარული ფული“. ამდენად, ჩვენ მივიღეთ ისეთი კაზუსი შვეიცარიის მართლმსაჯულების პრაქტიკაში, რომ თურმე, ნდობითი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს ბანკის მიმართ ამოძრავებს, ეს ნდობითი ურთიერთობა დამოკიდებულია, რამდენად აქტიური იქნებიან სხვა, მესამე პირები, რომელთანაც თქვენ, როგორც კლიენტს, არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გაქვთ – არანაირი მოთხოვნის უფლება. მათაც არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულება თქვენს მიმართ, თურმე მათი მხრიდან აქტიურ მოქმედებებზე, მათგან ფულის ამოღებაზე ყოფილა დამოკიდებული ბანკის მხრიდან თქვენდამი ვალდებულების შესრულება. აქედან გამომდინარე, შედეგი ძალიან უნიკალურია, საბანკო პრაქტიკასა და ინდუსტრიაში, რომ ბანკი გადის თავისი ვალდებულებების ბარიერიდან და ის არა პირდაპირ ვალდებული არის თქვენთან, არამედ ფულის გამტარია. სხვა რომ არაფერი მისი ვალდებულების არეალი თქვენს მიმართ, როგორც კლიენტის მიმართ, მცირდება და თქვენ დამოკიდებული ხდებით, რამდენად აქტიური იქნება ბანკი მესამე პირებისგან თანხის ამოღებაზე, ან რამდენად ნებაყოფლობით შეასრულებენ ის მესამე პირები ბანკის მიმართ თავის ვალდებულებებს. ეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც საბანკო ნდობა აბსოლუტურად თავდაყირაა ამოყირავებული და ასეთ ამოყირავებას საფუძველი დაუდო, არც მეტი და არც ნაკლები, სანაქებო შვეიცარიის მართლმსაჯულებამ“, – განაცხადა ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვასა ყურძნის არჩაბარებას
Next post ნანა კაკაბაძე: საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს