„ვირტუსის“ გენერალური დირექტორი – შენგელიას დაბრუნებას ოქტომბრის ბოლოსთვის ველით

Read Time:27 Second

სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას შესახებ. მისი გუნდის, „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თოკო, შესაძლოა, მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ მან მხრის ტრავმა 24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო. ამის გამო ევრობასკეტიც გაუცდა. თორნიკე ამჟამად იტალიაშია და რეაბილიტაციის კურსს გადის.

„გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. ავუდუ აბასი მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს შეუერთდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, შესაძლოა, ის მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს. მათ არყოფნაში ახალწვეულებმა თავი კარგად წარმოაჩინეს“, – განაცხადა „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა.

შენგელიას არყოფნაში ბოლონიელებმა იტალიის სუპერთასზე „მილანი“ დაამარცხეს და სეზონი ტიტულით გახსნეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნების 70%-ში ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, ამის გადატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობაში, რომ შემდგომში ვერცერთმა ხელისუფლებამ მარტივად ვერ თქვას უარი ელექტრონულ არჩევნებზე
Next post „ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს“ – მასკი