ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი %

Read Time:40 Second

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია.

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი ცნობილი ქართველი ექიმია

9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში.

ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.

ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.

,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო!მაგათი კანონით,თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს,სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”- წერს ლაშა ბერულავა

ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

fortuna.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – ამერიკაში 10 წელი ვცხოვრობდი და ვიცი, ამერიკული დემოკრატიისთვის საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება  
Next post 9 წლის გენიოსი მალე ბაკალავრის დიპლომს მიიღებს