„ერთადერთი ცოცხალი შვილი მაგლოვეს” – არასწორი ინფორმაცია სარაჯიშვილის მეტროში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

Read Time:1 Minute, 7 Second

სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა, მედიაში არასწორი ცნობების გავრცელება და გაურკვევლობა მოჰყვა.

ამბავთან ერთად, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო ასახული. რეალურად, როგორც ირკვევა სახელი და გვარი ემთხვევა, თუმცა გარდაცვლილია სხვა პიროვნება, ასევე გიორგი ბადალაშვილი, რომელიც 20 წლის იყო, ხოლო გავრცელებულ ფოტოზე ასახულია 16 წლის გიორგი ბადალაშვილი. მოგვიანებით სოციალურ ქსელში მან თავად გაავრცელა ტელეეკრანთან გადაღებული საკუთარი ფოტო სათაური იმის ნიშნათ, რომ ნამდვილად ცოცხალია. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელწოდებით – როდესაც ტელევიზიით იგებ რომ მოკვდი.

„პრაიმტაიმი 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედას ესაუბრა, რომელიც ყვება, რომ არასწორი ინფორმაცია ოჯახისთვის და ახლობლებისთვის უმძიმესი იყო და ამის გამო სასამართლოს მიმართავენ.

„ტელევიზიით ვნახე, რომ ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, ამ დროს ჩემი შვილის ფოტო აჩვენეს და თქვეს, რომ გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო. ჩემი შვილი 16 წლის არის. ის სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი სახლში ქონდა დატოვებული. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ვიდრე სახლში დაბრუნდებოდა მის შესახებ არაფერი ვიცოდით და ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ამას არავის ვაპატიებ. ახლაც კი სამძიმრის წერილებს და ზარებს ვიღებ. მთელი ოჯახი სანათესაო და სამეზობლო გავნადგურდით. ერთადერთი შვილი მყავს, წარმოიდგინეთ გაჩვენებენ ფოტოს და გეუბნებიან, რომ გარდაიცვალა. ათასი რამ ვიფიქრე, გარდატეხის ასაკშია,- აცხადებს „პრაიმთაიმთან 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედა ინგა ლონდარიძე.

შემთხვევა „სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა მატარებლის შესვლის დროს ლიანდაგებზე გადახტა. მემანქანებ დამუხრუჭება ვერ მოახერხა. ახალგაზრდა მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “არ ირთვება, რა ჯანდაბა ვქნა მეტი, ასჯერ დავაჭირე ეს ღილაკი, ნერვები მომეშალა უკიდურესად” – ადა მარშანია
Next post რიკოთზე სამგზავრო ავტობუსი იწვის