ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელოდებიან

Read Time:1 Minute, 5 Second

ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელოდებიან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კვლავ გამოვლინდა ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები, რაც, ძირითადად, მასობრივ ღონისძიებებს უკავშირდება.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში შემუშავებული კოვიდწესები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები ახალ ტალღას ვეღარ შეაჩერებს.

„მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, რომ თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები“ – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვირუსს თავისი გავრცელების პოტენციალი აქვს და მისი შემაკავებელი მხოლოდ სამი ფაქტორია.

„ერთი ეს არის პირბადე, რომელსაც შეუძლია, 30%-ით შემცირდეს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. სამიზნე ქვეყნად ითვლება სინგაპური, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და გარეთ ატარებს პირბადეს და პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, პანდემია გაკონტროლებულია. მეორე ეს არის მობილობის შეზღუდვა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები სახლში ხელოვნურად დაამწყვდიო და მათ არ მისცე გარეთ გასვლის შესაძლებლობები. მესამე ეს არის ვაქცინაცია“ – ამბობს კულუმბეგოვი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვირუსის მომდევნო ტალღის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რეკომენტაციების დაცვა და ვაქცინაციის უფრო ინტენსიურად გაგრძელება.

„ჩვენ ვემზადებით ახალი ვაქცინების დანერგვისთვის და, ვფიქრობ, ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი, რაც პირველი და მთავარი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდეგი ტალღები და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს ინტერესში არ შედის შეზღუდვების დაწესება, ეს იმოქმედებს ეკონომიკაზე
Next post ეკატერინე ტიკარაძე: აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს