ევროკავშირის ელჩი “მეღვინეობა შილდას” სტუმრობს

Read Time:31 Second

 

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგო ეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

დღეს მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა.

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგო ეფექტურმა აღჭურვილობამ „მეღვინეობა შილდაში“:

60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია
ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
მოხდა მოხმარებული ენერგიის საგრძნობლად შემცირება

„მეღვინეობა შილდაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. ასევე, აღსანიშნავია, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ჩვენი ფუნქცია რეგიონში, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობა იძენს უფრო მეტ დატვირთვას
Next post გიორგი გახარია: რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად