დიმიტრი ცქიტიშვილი – ოპოზიციას შეიძლება, კიდევ ერთი ფიასკო ჰქონდეს

Read Time:46 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ზედმეტი სპეკულაციები საჭირო არ არის და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

„60 პროცენტი, რომელიც მივიდა არჩევნებზე, ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში, ყველაზე ადეკვატური არის, რომ ყველა მხარემ აღიაროს შედეგი და ზედმეტ სპეკულაციებს დაანებონ თავი, ჩადგნენ იმ პოლიტიკური ცხოვრების რიტმში, რომელიც არის ნორმალურ ქვეყნებში. ამიტომაც მოვუწოდე ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს, ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო, დღეს არის საჭირო, დაიწყოს სხვა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ისევ დავბრუნდეთ პარლამეტში, საპარლამენტო განხილვებზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დიმიტრი ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას კიდევ ერთი ფიასკო ექნება.

„მათ შეიძლება, კიდევ ერთი ფიასკო ჰქონდეთ, როგორც ჰქონიათ. თუ ეს უნდათ, მათი არჩევანია“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური უფლებები, თუმცა კანონის დარღვევისა და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა.

„მათ კონსტიტუციის ფარგლებში ექნებათ თავიანთი ნების გამოხატვის საშუალება“, – განაცხადა დეპუტატმა.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს იტხოვს და კვირას თბილისში, მანიფესტაციის გამართავს გეგმავს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა, სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა
Next post როგორია გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზა – დრონით გადაღებული ვიდეო