დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

Read Time:35 Second

დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამის გარდა, კახა კალაძის თქმით, შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა.

„თბილისს მალე ექნება 3D რუკა, რომლის ნახვაც ასევე მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე და პირველი მარტიდან დაიწყო კომპანიამ მუშაობა, რომელიც უკვე ივლისისთვის უნდა იყოს დასრულებული და ჩაბარდეს მერიას. ამ მონაცემებს თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახური თავის შიდა საქმიანობაში გამოიყენებს. გუგლის რუკისგან განსხვავებით, ეს რუკა მოგვცემს შესაძლებლობას გაიზომოს სხვადასხვა პარამეტრები. მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის ვეგბვერდზე Maps.tbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი თბილისის ორთოფოტო გეგმა. ორივე პროექტი დაახლოებით მილიონი გვიჯდება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის განახლება, მოწესრიგება“,- განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გგონია, რომ სწორად იკვებები? 8 ტყუილი სწორი კვების შესახებ
Next post სიკვდილთან დაძმობილებული გინახავთ ვინმე?  ამბები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან…