დავით ქართველიშვილი: სააკაშვილი ადვოკატ გრიშოვეცის ჩანაცვლებას ნიკოლოზ კატერინჩუკით აპირებს – რუსეთში დაბადებულ ადვოკატს და პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ აკავშირებს სააკაშვილთან, ისინი ერთად მსახურობდნენ კგბ-ს სასაზღვრო ნაწილებში

Read Time:1 Minute, 29 Second

სააკაშვილის უფლებადამცველებმა თავისი კლიენტი მორიგ სკანდალში და უკვე ჩვევად ქცეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ამჯერად, უკრაინელი ადვოკატის ი.ა. გრიშოვეცის მეშვეობით და ნიკა გვარამიას, ასევე, ჩვევად ქცეული რეალობის მანიპულირების გზით – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, სააკაშვილი მის ჩანაცვლებას ნიკოლოზ კატერინჩუკით აპირებს. სააკაშვილთან ამ რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ადვოკატს, პიარ-ტექნოლოგსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ აერთიანებს.

,,სააკაშვილის უფლებადამცველებმა თავისი კლიენტი მორიგ სკანდალში და უკვე ჩვევად ქცეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, ამჯერად უკრაინელი ადვოკატის ი.ა. გრიშოვეცის მეშვეობით და ნიკა გვარამიას ასევე ჩვევად ქცეული რეალობის მანიპულირების გზით. უკრაინის კანონმდებლობის ელემენტარული ტექნიკური ნორმის გამოტანილ ვერდიქტად წარმოჩენით – სააკაშვილის ხვედრი არა თუ ვერ შეამსუბუქეს, არამედ საკუთარი გამრუდებული დაცვის ხაზით საკუთარი კლიენტი კიდევ უფრო ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანეს. იმ გარემოებამ, რომ სამართლებრივი და პროცესუალური გზით, არარსებული პოლიტიკური შუამდგომლობებით, „ალამუთის” ციხის ვერშემდგარი აღებით – სააკაშვილის თავისუფლებაზე გამოყვანას ვერ ახერხებენ, ადვოკატებმა თავისი ძირითადი ფსონი პიარ და ფეიკ კამპანიებზე გადაიტანეს. ამ კუთხით კი მათ გუნდს სერიოზული “ტრანსფერი” სჭირდებოდათ და ისიც განხორციელდება, ჩემი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში და არაა გამორიცხული, რომ სწორედ უსუსტესი ადვოკატის გრიშოვეცის სანაცვლოდ. უახლოეს დღეებში, სააკაშვილი მის ჩანაცვლებას ნიკოლოზ კატერინჩუკით აპირებს. სააკაშვილთან, ამ რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ადვოკატს, პიარ-ტექნოლოგსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ აერთიანებს – ასაკით ტოლები არიან, იმავე პერიოდში მსახურობდნენ და იმავე КГБ-ს სასაზღვრო ნაწილებში იმავე, ეფრეიტორის წოდებით. უკრაინაში იგი ცნობილი მედიური სახეა, ხშირად ჩნდება ტელევიზიებში და მონაწილეობას იღებს სატელევიზიო თოქ-შოუებში, მიუხედავად ამისა, მას წარმატებულს მაინც ვერ ვუწოდებთ, პოლიტიკაშიც ცდიდა ბედს, მონაწილეობას იღებდა როგორც კიევის მერის, ასევე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში (თუმცა თითქმის ნულოვანი პერსპექტივით). თავისი ფსიქოპორტრეტით მას შეიძლება უკრაინელი “შალვა ნათელაშვილი” ვუწოდოთ, თუმცა ოდნავ უფრო უკეთესი ინგლისურის ცოდნით. მას გააჩნია საკმაოდ კარგი ფინანსური კაპიტალი: ფლობს რამდენიმე სასტუმროს კიევში, აქვს საკუთარი საადვოკატო ბიურო, არის მაგარი მოლაყბე და პიართაღლითი – ანუ გააჩნია ყველა ის “საქმიანი” თვისებები, რომლებიც სააკაშვილის ადვოკატებს დაცვის უკვე არა მხოლოდ ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენენ” – წერს ექსპერტი Facebook -ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მეორე შვილი შეეძინა
Next post მაკა ბულეიშვილი: ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა