დავით სონღულაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში

Read Time:45 Second

ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა – როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრემიერის ინიციატივაზე განაცხადა.

დავით სონღულაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არის ორი დიდი გამოწვევა – პანდემია და ეკონომიკური გამოწვევა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, დაანონსება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა – როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში.

პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს და შესაბამისად, გაკეთდეს გეგმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კერძო სექტორს, ააწყოს მისი განვითარების გეგმა ამ გეგმიდან გამომდინარე და განავითაროს ბიზნესი”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს და საზოგადოებას პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარუდგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – უახლოესი ორი წლის განმავლობაში 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
Next post დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს 1 თანამშრომელი დააკავეს