დავით ბაქრაძე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ აბზაცს დოკუმენტის ხელმომწერი კონგრესემენების ნახევარი არ იცნობს და არც იზიარებს

Read Time:46 Second

 

 

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, თითქმის ნახევარ ხელმომწერ კონგრესმენებთან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ ერთის მხრივ არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებას და მეორეს მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ- ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ელჩმა განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, საელჩომ მათ განუმარტა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა საქართველოში და კონგრესმენებისთვის სრულიად გასაგებია ის წუხილი, რომელიც ამ დოკუმენტმა საქართველოში გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ თავად ეს დოკუმენტია წინააღმდეგობრივია.
„ერთის მხრივ, ის განმარტავს და აჩვენებს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოსა და მის მმართველ გუნდს აქვს აშშ-სთან, ნატოსთან თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში და მეორეს მხრივ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წარმოადგენს იმ ბრალდებას, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათთვისაც უხერხულობის შემქნელი იყო ეს დოკუმენტი და კონკრეტულად ეს ჩანაწერი“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

https://imedinews.ge/ge/covid19/148832/davit-baqradze-bidzina-ivanishviltan-dakavshirebul-abzatss-dokumentis-khelmomtseri-kongresemenebis-nakhevari-ar-itsnobs-da-arts-iziarebs?fbclid=IwAR2rtYGXdEsRvPOG1LRdpJT3BmjPc4N_0TmWY4YEOIwjz0y451I6CcrzJg0

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ მჭედლიშვილი: “ერთიანმა ფანჩატურულმა” მოძრაობამ” იმდენი ქნა, ბოლოს ამერიკელებს “იაღლიში” მოუვიდათ და ჟორიკა რურუა ქართული ოპოზიციის ლიდერად მონათლეს
Next post Emerging Europe-ის რეიტინგით, თბილისი ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა