გურამ მაჭარაშვილი – ყველამ ნახა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ექიმთა დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური

Read Time:43 Second

მინდა, გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ და მის ტელეკომპანიებს სურვილი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს დღის წესრიგში, სწორედ ამიტომ, როდესაც მინელება ხდება მისი საკითხის, აუცილებლად რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„არ მგონია, კიდევ წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესის სფეროს, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, მიიღებს ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნუ შეწუხდება და ნუღანაირ ინფორმაციას გაავრცელებს, რადგან აბსლუტურად დინამიურად მიმდინარეობს ეს საკითხი. „ქართულ ოცნებაში“ მინდა, გითხრათ, რომ მსჯელობა საერთოდ არ არის პატიმარ სააკაშვილზე. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტნციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომლებიც არიან ვალდებული, რომ იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კროტერიუმებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლიზა იასკო – მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ დასვენება სჭირდება
Next post პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და მოეწონა აქციები, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ სიმშვიდე სურთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა