გოჩა ენუქიძე: მთიან რეგიონზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია

Read Time:35 Second

მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც წარმადგინა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატად, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

„ჩემთვის პატივია ისევ ვიდგე თქვენ წინაშე და გარწმუნებთ, ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხებ. ჩვენს გუნდთან ერთად ვზრუნავდი რეგიონში არსებული პრობლემის გადაჭრაზე, ახლაც ვდგარვარ თქვენ გვერდით განწყობით, რომ კვლავ ერთად შევცვლით ჩვენს მომავალს.

მინდა აღვნიშნო, რომ მთიან რეგიონზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია. ჩვენთის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა, სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე IDFI-ს კვლევის შედეგებს სპეკულაციად აფასებს და მათი მხრიდან “მხილებას” უსაფუძვლოს უწოდებს
Next post თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა