გიული ალასანია – სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, ცარიელი ძვლები დარჩა, ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან? ამათ ეს ასე არ შერჩებათ

Read Time:32 Second

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მკურნალობას არანაირი შედეგი არ აქვს.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება.

„კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს. არ ვიცი, ხერხემალი მოჩანს აქედან. კეთდება გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა? ე.ი. შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას? ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან? ეს ამათ ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებით რომ გადაადგილდებოდა, ახლა ვეღარ გადაადგილდება. იმდენად დასუსტებულია, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ხატიაშვილი: დავოსის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს და ზოგადად, შუა დერეფანს მიეძღვნა მთლიანი პანელი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის
Next post ბექა ძამაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი მტკიცებულება და საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაედგინა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით