გიორგი ვოლსკი: იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა

Read Time:35 Second

იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიიორგი ვოლსკიმ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაწბილებული ხალხი ეუთო/ოდირის შენიშვნებში ცდილობს იპოვოს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების საფუძვლები.

„ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოოა, შედეგები დაზუსტებულია. იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა. რასაკვირველია, ასეთ პირობებში, უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ შენიშვნები, რაც აქვს ეუთო/ოდირს სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას. მაგალითად, გამგებელი 25 მეტრში თუ მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, დაჟინებული მზერით შეაცვლევინებს ამომრჩეველს თავის გადაწყვეტილებას. დაახლოებით ასეთ დონეზეა დღეს გაწბილებული ხალხის კამათი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის
Next post მამუკა მდინარაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ