გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

Read Time:32 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია.

იგი პარტიაში კლანების ბრძოლის საკითხს გამოეხმაურა.

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მწვავდება. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ერთი პარტიის წევრები ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრებიან. პარალელურად პარტიის წევრები აქტიურად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როცა ოჯახის მოთხოვნა საპირისპიროა.

პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: “ნაცმოძრაობის” მაგალითებზე, უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია
Next post საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს