გიორგი გახარია – პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება დასჯადია, თუ გიორგი ვაშაძეს ამაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ჟურნალისტებთან ჭორაობის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს

Read Time:30 Second

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ მას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში მიიტანოს.

„თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე, საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა ჩვენთვის და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ისევე როგორც ღვინოს
Next post ამირან გამყრელიძე – რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან