ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის #1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის – კახა კალაძე
ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თაბორის #1-ში მდებარე სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განაცხადა.
,,რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა თაბორის # 1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ არაფერი მაქვს დასამალი, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, მაგრამ ჩემთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველანი პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს.
მიუხედავად იმისა რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. ზოგადად რაც შეეხება ლანჩაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა, გვაქვს აუცილებლობა შეიქმნას კომისია და გადავხედოთ ამ მიმართულებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მას მჭიდრო კომუნიკაცია ექნება კულტურის სამინისტროსთან, რადგან ახალი რეალობიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე საკითხი საჭიროებს მოწესრიგებას.
,,კიდევ ვიმეორებ, ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია და „ენჯეო“ გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, როგორი რუსები ვართ, ყველა ვნახავთ 29 აპრილს
იმ წერტილამდე მივიდა ზუსტად უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ დონორები ქართველ ხალხს ესხმიან „ენჯეოების“ პირით, ენჯეოებს“ ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის...
იაგო ხვიჩია: შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა, მაგრამ ნამდვილად არსებობს კითხვები, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება
არ ვიცი, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რა აღსრულდება და რა არა, მაგრამ იქ ის საკითხებია მოხვედრილი, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში არ აწყობს...
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია და „ენჯეო“ გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, როგორი რუსები ვართ, ყველა ვნახავთ 29 აპრილს
იმ წერტილამდე მივიდა ზუსტად უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ დონორები ქართველ ხალხს ესხმიან „ენჯეოების“ პირით, ენჯეოებს“ ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის...
ზურაბ ჯაფარიძე: 29 აპრილს, რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი
29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" მიერ...
თეა წულუკიანი – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, – ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა,...
იაგო ხვიჩია – მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მიშა იჯდეს „ვივამედში“, თუ დასავლეთთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის...