არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვები მოინახულა

Read Time:34 Second

ოზურგეთის საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვები სამედიცინო ცენტრ „მედალფაში“, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„ოზურგეთის კლინიკაში მოვინახულეთ ბაღის აღსაზრდელები, რომლებსაც სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. გართულებების თავიდან ასაცილებლად ისინი მოთავსებულნი არიან ბავშვთა განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ ძალიან მალე კლინიკიდან გაეწერებიან. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი მკურნალობის სერვისს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ აღნიშნა, ბავშვების კლინიკაში მოთავსება შაბათს დილიდან დაიწყო. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 9 პაციენტმა, აქედან 3 ბავშვი უკვე გაეწერა ბინაზე. კლინიკაში შესვლისას მათი ჩივილები იყო პირღებინება, სიცხე, ფაღარათი. ყველას აღებული აქვს ცხვირხახის ნაცხის ანალიზი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Survation-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55,6% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას
Next post ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯზე: როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი