ანრი ოხანაშვილი – ამნისტიას იძულებით ვერავინ ვერავისზე გაავრცელებს

Read Time:41 Second

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, ვინც იტყვის, რომ წინააღმდეგი არ არის ამნისტიის აქტის მიღებაზე.

მისივე თქმით, კანონში აღნიშნული პუნქტი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ამნისტიაზე ადამიანებს ჰქონოდათ არჩევანის თავისუფლება.

„ჩვენ ეს პუნქტი ჩავდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პირს ჰქონოდა არჩევანის თავისუფლება. გადაეწყვიტა, სურდა, მიეღო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგად ამნისტიის აქტი თუ არ სურდა. ამიტომ ვინც იტყვის, რომ წინააღმდეგი არ არის ამნისტიის აქტის მიღებაზე, მასზე გავრცელდება ამნისტია. თუ ვინმე დაწერს, რომ მას არ სურს ამნისტიის აქტის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მასზე იძულებით ვერავინ გაავრცელებს. ამით არ დასრულებულა პროცედურა. ეს არის სამართალწარმოების საკითხი. როგორ ხორციელდება ეს არის კონკრეტული სახელმწიფო ბრალდების, სასამართლოს და დაცვის მხარის საკითხი. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგაც განაცხადოს თანხმობა, ამნისტიის აქტი ითვალისწინებს გავრცელების შესაძლებლობას ამ პროცედურების გასვლის შემდგომაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის აწევას თუ ეცდება, ეს იქნება მორიგი დარღვევა 19 აპრილის შეთანხმების
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა