ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026

სალომე სამადაშვილი პრემიერს: თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ

„არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი. თქვენ დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა,  თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე. თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, რომ დღეს უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.  – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

დამნაშავე ვარო უნდა გეთქვათ უკრაინელებისთვის რუსების მიერ მოკლული და გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის.  ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ იმით რომ „დამნაშავე ვარ“. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა,

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირი ფორმით ვერ იქნება აღიარებული, ამ პოზიციას გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი

ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შეეხებოდა.კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა გიორგი ნემსაძე – საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი.1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კომპანიის საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ სიახლეებს გაეცნენ, ასევე სამომავლო დასაქმების რეალურ პერსპექტივებს გაეცნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებული SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO) მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ მიზნით, რომ საინჟინრო მიმართულებების სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში სტაჟირების პროგრამებში ჩართოს.სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SMGO-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.ახალგაზრდებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ წარუდგინეს.SMGO-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას. მათ SMGO-ის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს და კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზეს.როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, თანამშრომლობა ისეთ მსხვილ კომპანიასთან, როგორიცაა SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO), სტუ-ის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მასშტაბური პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალურ შანსს აძლევს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებს მაღალი დონის პრაქტიკული და კარიერული შესაძლებლობები შეუქმნას. SOCAR Midstream Gas Operations-თან პარტნიორობა ჩვენს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ, მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტებში გამოიყენონ. საექსპორტო მილსადენების მართვისა და ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა, როგორც კომპანიის სათავო ოფისში, ისე საქართველოს წარმომადგენლობაში, ჩვენი ბაკალავრებისა და მკვლევრებისთვის პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. კომპანიის მზაობა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების პროგრამებში აქტიურად ჩართოს ჩვენი სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ხაზს უსვამს ამ შეხვედრის როგორც საგანმანათლებლო, ისე რეგიონულ მნიშვნელობას“, - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მხარდაჭერით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს პირველად გასულ სასწავლო წელს შეხვდნენ. რიგით მეორე, მიმდინარე სასწავლო წლის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილები პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვას აპროტესტებენ.აქციის მონაწილეების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საბოლოოდ აშორებს ცივილიზებულ სამყაროს. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღებს და „ქვეყანაში დემოკრატიას დაასამარებს“.აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობასთან მონიტორი განათავსეს, სადაც სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში აკვირდებიან. პარალელურად, ადგილზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ოპერაციას გაიკეთებს.რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა 7-დან 9 თვემდეა.ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ბოლო სიახლეები