სალომე სამადაშვილი პრემიერს: თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ

Read Time:42 Second

„არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი. თქვენ დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა,  თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე. თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, რომ დღეს უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.  – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

დამნაშავე ვარო უნდა გეთქვათ უკრაინელებისთვის რუსების მიერ მოკლული და გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის.  ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ იმით რომ „დამნაშავე ვარ“. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა,

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ერთ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს
Next post ზურაბ ქადაგიძე: ძალიან ზუსტი შეფასებებით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე