ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026

მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე: მათ გულში და ტვინში აქვთ დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ

„ისინი წლებია და შეიძლება ითქვას, ათწლეულებიც კია ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ და გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი  განცხადებით, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს. „ისინი ძალიან ხშირად დეზინფორმაციას უწოდებენ ხოლმე იმას, რომ ვიღაცები ომისკენ არ მოგვიწოდებდნენო, საერთოდ ასეთი ნარატივი არ არსებულაო, ვინ თქვაო ესო. ავიწყდებათ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები, მათი პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, მაგრამ ამავე დროს თავად წამოსცდებათ ისეთი რაღაც, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, შეიძლება არც კი წამოსცდებათ, რომ ომისკენ მოწოდებები ისევ ახლად დგება ხოლმე განახლებულად დღის წესრიგში. ეს მათი ნარატივია. იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე, ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი. ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან ჩვენი თანამემამულეები ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა, კრებსითად მოახერხა იმის თქმა, რაც უნდათ წელიწად ნახევარია. საქართველო ისეთ შეცდომებს თავისი დების და ძმების წინაშე რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი ურყევი და ამ გზას ვერავინ გადაუვა, მკაფიო არის ის, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაიბრუნებს მშვიდობით, შერიგებით, პატიებით და არა სხვა ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა- მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილები პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვას აპროტესტებენ.აქციის მონაწილეების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საბოლოოდ აშორებს ცივილიზებულ სამყაროს. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღებს და „ქვეყანაში დემოკრატიას დაასამარებს“.აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობასთან მონიტორი განათავსეს, სადაც სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში აკვირდებიან. პარალელურად, ადგილზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ოპერაციას გაიკეთებს.რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა 7-დან 9 თვემდეა.ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დიმიტრი სამხარაძე განცხადებას ავრცელებს-თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ

თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა.კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არაბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის!სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე); ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული); აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე); ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა); ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს); ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას); ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ); ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას); მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა); სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს); აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას); ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს); ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას); ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას); თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას); ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას); რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს); ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას); ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა); მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს); ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა); ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა); მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა); გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად); ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს); როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას); როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ); ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ); გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას); მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში).

მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს.რა საკითხს ეხება ბრიფინგი, ამ ეტაპზე უცნობია.

ანამარია ბერიშვილის დედა საზოგადოების დახმარებას ითხოვს

ანამარია ბერიშვილის დედა საზოგადოების დახმარებას ითხოვს.მშობლის ინფორმაციით, 9 წლის ანამარიას განვითარების შეფერხება აღენიშნება. ბავშვს ესაჭიროება ფსიქიატრის კონსულტაცია, შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მედიკამენტოზური მკურნალობა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს.ოჯახი დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.თიბისი: GE66TB7842845061100138საქართველოს ბანკი: GE66BG0000000610025929მიმღები: გიორგი ბერიშვილი (ძმა)

ბოლო სიახლეები