აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსი უარყოფს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა არ აინტერესებს.
ჯეი დი ვენსმა კომენტარი გააკეთა ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა: „მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. ამაზე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ ერთ რამეზე: ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ეს არის ყველაფერი“.
როგორც ვენსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მთელი გუნდი ზრუნავს ამერიკელების ფინანსური მდგომარეობით
„არ მგონია, პრეზიდენტმა ეს თქვა. ეს მისი სიტყვების არასწორი გადმოცემაა. ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ამისთვის აქტიურ დიპლომატიურ პროცესს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი, მე და მთელი გუნდი ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე ვზრუნავთ“, – აღნიშნა ვენსმა.
ამასთან, „სიენენი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადება კრიტიკის ობიექტი გახდა.

