პარასკევი, აპრილი 17, 2026

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, რა მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი და ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ ამ დერეფანში არ არის ის კრიზისები, რასაც გარშემო ვხედავთ

საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შუა დერეფანი იძენს მნიშვნელობას და ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ შუა დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც გარშემო ვხედავთ.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ვითარდება. საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ვხედავთ, რა მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი და ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ ამ დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.

პარლამენტებს შორის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. ცოტა ხანში გვექნება სამმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების კომიტეტების ფორმატში. ეს ტრადიციული ფორმატია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, საპარლამენტო დონეზე ერთად ვისაუბროთ.

ჩვენ გვქონდა ვიზიტი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით და მეც საპასუხო ვიზიტით მოვიწვიე იგი. იმედია, ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ნატო-დან დამირეკეს, მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება, ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები

ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება. ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს,„ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, შორს დარჩენილიყვნენ, თუ მხოლოდ გემების ნავთობით ჩატვირთვა არ სურთ. როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები!“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა – „ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება.„ძალიან წარმატებული დღეა დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. უპრეცედენტო წარმატებაა დღესაც. როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სპორტსმენი ერთ დღეს ხდება მსოფლიო ჩემპიონი. მინდა, ორივე ჩემპიონს მივულოცო, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება. მადლობა, მინდა, გადავუხადო მათი შრომისთვის. ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა და მადლობა მათ შრომისთვის და მათი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გერმანია განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდა პრინციპების მიმართ, დღეს კი ბიუროკრატიის დონეზე ყველანაირ პრინციპს უარყოფენ, რაც ევროპული ბიუროკრატიის სახეს აჩვენებს

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კითხვა ეხებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას.კობახიძის თქმით, ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს აჩვენებს.„გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგალითად, იგივე 20 წლის წინ, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოლო სიახლეები