ორშაბათი, მარტი 23, 2026

ყველაზე კარგი ადგილია, სადაც განტვირთვა შემიძლია” – ანუკი არეშიძის მშობლების კარ-მიდამო სოფლად

  • “მე­გობ­რე­ბო, ესეც ეპი­ზო­დი პირ­ვე­ლი. ვფიქ­რობ, ცოტა გა­ხა­ლის­დე­ბით, ძა­ლი­ან არ გამ­კი­ცხოთ“, – წერს ანუ­კი “ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და აზი­ა­რებს ვი­დე­ოს, სა­დაც აღ­წე­რი­ლია მისი ერთი დღე კა­ხეთ­ში, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არეშფე­რან­ში.
  • ანუ­კიმ გაგ­ვაც­ნო მამა, ბად­რი არე­ში­ძე, რო­მე­ლიც ვი­დე­ოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რია. “ეს მა­მა­ჩე­მია, ბად­რი, რო­მე­ლიც სავ­სე მთვა­რის დროს და­ი­ბა­და“, – ამ­ბობს ანუ­კი.

    აქ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყეს მე­ურ­ნე­ო­ბა, აქ შე­ვი­ძი­ნეთ მიწა, 10-12 წე­ლია უკვე. ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლია, სა­დაც შე­მიძ­ლია, რომ გან­ვიტ­ვირ­თო. სოფ­ლებ­ში ხალ­ხი ადრე დგე­ბა და სულ მიკ­ვირ­და – რო­გორ და დღეს დი­ლით დავ­რწმუნ­დი რო­გორც, ექ­ვსის ნა­ხე­ვარ­ზე ავ­დე­ქი დი­ლით, სხვა­ნა­ი­რად შან­სი არ არის, არ გა­მო­დის, – ამ­ბობს ანუ­კი.

    დი­ზა­ი­ნერ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს დე­დაც გა­აც­ნო და აღ­ნიშ­ნა, რომ მას კა­მე­რე­ბის წინ გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. ანუ­კი ამ­ბობს, რომ მისი დედა მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რია.

     

    “ვგიჟ­დე­ბი ძილ­ზე, ეგ არის ჩემ­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი, ყვე­ლა­ფე­რი, ხალ­ხი რო წამ­ლებს სვამს, მე ვი­ძი­ნებ“, – ამ­ბობს ანუ­კი.

    დი­ზა­ი­ნერ­მა ძრო­ხაც მოწ­ვე­ლა და ყვე­ლიც მო­ამ­ზა­და, ბო­ლოს კი ტრაქ­ტო­რიც წა­იყ­ვა­ნა და გა­მომ­წე­რებს მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე ასე და­ემ­შვი­დო­ბა.

    ნა­ხეთ ვი­დეო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს

კრემლი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, „გამოუსწორებელი“ შედეგები გამოიწვიოს.კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რეგიონში „კატასტროფულად დაძაბული“ ვითარების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.მისივე თქმით, ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ დარტყმას უკიდურესად საშიში და, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.პესკოვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს „შესაბამისი სიგნალი გადასცა“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადას აძლევს.„ირანი „ჰორმუზის სრუტეს“ 48 საათის განმავლობაში თუ არ გახსნის, აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.„მინდა, გაცნობოთ, რომ სომხეთმა უკვე გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს, პირველ რიგში, სამედიცინო მარაგი იყო და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.პარლამენტის წევრმა როდესაც ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა სომხეთის ხელისუფლებამ, ამის შესახებ არ გაეცხადებინა, მირზოიანმა უპასუხა, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხედავდნენ საჭიროებას.

,,მიყვარხარ, პატრიარქო” – ბიჭი ცნობილი ვიდეოდან, პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა

„დილა მშვიდობისა საქართველო" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერს ბიჭთან, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ვიდეოდან „მიყვარხარ პატრიარქო" გაიცნო.როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, პატრიარქის დალოცვის შემდეგ ის  სტიქაროსანი გახდა.ნახეთ სიუჟეტი სრულად:    

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები