მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტ მარიამ გეგუჩაძეზე შსს-მ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღძრა.
ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს:
კანცელარიასთან “სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე.
შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
