სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს და ერევანს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მოკავშირეობრივია, თუმცა, ამავდროულად, ადვილი არ არის.
„დასავლეთი ცდილობს, დსთ-ის ზოგიერთი სხვა წევრის მაგალითის მსგავსად, დაიმორჩილოს და გაწყვიტოს სომხეთის ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები დსთ-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებთან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.

