ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025

საქართველოში შესაძლოა ძიძების რეესტრი შეიქმნას

საქართველოში შესაძლოა, ბავშვის აღმზრდელების, ანუ ძიძების რეესტრი შეიქმნას. ცვლილებას ის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

როგორც bpn.ge წერს, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აუცილებელია ისეთი პრევენციული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიცავს ბავშვის უსაფრთხოებას. წინადადების ავტორის ცნობით, ასეთი ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს.

“საქართველოში არსებობს აღმზრდელთა დასაქმების სააგენტოები, რომლებიც ფაქტობრივად, ევროპაში მოქმედი სააგენტოების მსგავსია. სააგენტო თავად არჩევს კადრებს, თუ ვინ შეიძლება იყოს ძიძა და მათ შესაბამის მოთხოვნებს უწესებს. აღმზრდელი დასაქმების შემთხვევაში ვალდებულია, ე.წ. პირველი ხელფასი სააგენტოს გადაუხადოს. ევროპის მაგალითებმაც აჩვენა, რომ ეს სისტემა ბავშვის უსაფრთხოდ აღზრდისთვის საკმარისი არ არის. მომდინარე საფრთხის მასშტაბები სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო აღზრდას, საზოგადოებაში ნდობის მაღალი სტანდარტით ისარგებლებს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საჭიროა, სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული ბავშვთა უსაფრთხოების საკითხში და თავად შექმნას აღმზრდელთა მონაცემთა ბაზა ,“ -აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

წინადადების მიხედვით, აღმზრდელთა რეესტრის გამოყენება მშობლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება; ხოლო სააგენტოები ვალდებულნი იქნებიან საქმიანობის სფეროში მხოლოდ სახელმწიფო მონაცემთა ბაზა გამოიყენონ. ამასთან, პროექტის თანახმად, რეესტრის გამოყენება ყველასთვის ფასიანი იქნება.

“სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ აღმზრდელის პირადი მონაცემების, ნასამართლეობის, ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაში, არამედ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მან შემთხვევისთანავე გაუწიოს აღსაზრდელს შესაბამისი დახმარება. მაგალითად, თუ ბავშვს საკვები გადასცდა, აღმზრდელმა უნდა იცოდეს როგორ დაეხმაროს მას,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის წარმოებას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, შესაბამისად, პირებს, რომელთაც ბავშვის აღმზრდელად მუშაობის სურვილი ექნებათ, სამინისტროსთვის მიმართვა მოუწევთ.

საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაია რობაქიძეა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები