სამშაბათი, ივნისი 16, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.

„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მიმავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, გამოთქვა სურვილი სწავლა-სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია მშვილდაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა მაისურაძემ, ფაკულტეტის მენეჯერმა რეზი გურგენიძემ, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

სტუ-ის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების კურსი 67-მა სტუდენტმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი არსებობის ას წელზე მეტს ითვლის. ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მასალათმცოდნეობა“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „ფარმაცია“; საბაკალავრო პროგრამაზე – „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე – „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ოპერაციამ ირანის ბირთვული საფრთხე აღმოფხვრა, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ოპერაციამ ირანის ბირთვული საფრთხე აღმოფხვრა, თუმცა „ბრძოლა არ დასრულებულა“.„შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. არც დღეს და არც ხვალ. ვიდრე მე ვარ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, „ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეტევითი ოპერაცია“ განახორციელა, გაანადგურა ბირთვული ობიექტები, ირანელი ლიდერები, საზღვაო და საჰაერო ძალები.ნეთანიაჰუს შეფასებით, ირანის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ასეულობით მილიარდ, შესაძლოა, ტრილიონ დოლარამდე აღწევს.„ჩვენ დავრჩებით უსაფრთხოების ზონებში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი „უსაფრთხოების ზონებში დარჩება“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ ხშირად იზიარებენ ერთმანეთის პოზიციებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნაკლებად თანხმდებიან.

ირანის ელჩი-დიალოგი ქართველ ახალგაზრდებთან

,,დიალოგი ქართველ ახალგაზრდებთანძვირფასო ქართველო ახალგაზრდებო, როდესაც ექვსი თვის წინ საქართველოში ჩამოვედი, ვიცოდი, რომ ბევრი თქვენგანი ირანს ძირითადად ახალი ამბების, სოციალური ქსელებისა და პოლიტიკური ნარატივების მეშვეობით იცნობდა. ეს სრულიად ბუნებრივია. მაგრამ დღეს მსურს თქვენთან ვისაუბრო არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელმა. ირანი მხოლოდ ის არ არის, რასაც ახალი ამბების სათაურებში ხედავთ. ირანი 90 მილიონზე მეტი ადამიანის ქვეყანაა; ქვეყანა, რომლის უნივერსიტეტებს ყოველწლიურად ასობით ათასი სტუდენტი ამთავრებს; ადგილი, სადაც ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, წერენ მუსიკას, იღებენ ფილმებს, მისდევენ სპორტს, მოგზაურობენ და, ისევე როგორც თქვენ, საკუთარ მომავალზე ფიქრობენ. ბოლო თვეები ჩემი ქვეყნისთვის რთული და მოვლენებით დატვირთული იყო. სანქციებმა, პოლიტიკურმა ზეწოლამ, უსაფრთხოების გამოწვევებმა და რეგიონულმა დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს მრავალი ადამიანის ყურადღება მხოლოდ ირანის ამ მხარეზეა კონცენტრირებული. მაგრამ ერების ცხოვრება მხოლოდ კრიზისებით არ განისაზღვრება. ისევე როგორც საქართველო მხოლოდ წარსული ომებითა და პრობლემებით არ არის ცნობილი, ირანიც არ არის მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტებისა და გამოწვევების ერთობლიობა. ირანი ჰაფეზისა და ფირდოუსის ქვეყანაა; ისპაჰანი, შირაზი, თავრიზი, იაზდი და ფერეიდანი ამ ქვეყნის საგანძურია, ირანი ათასწლოვანი ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და შემოქმედების ქვეყანა. განსაკუთრებით თქვენ, ქართველ ახალგაზრდებს, მინდა გითხრათ: ნუ დაეთანხმებით ნურც იმ სურათს, რომელიც ირანს სრულიად უნაკლო და იდეალურ ქვეყნად წარმოაჩენს, და ნურც იმ სურათს, რომელიც მხოლოდ პრობლემებსა და კრიზისებზე საუბრობს. აღმოაჩინეთ თავად. იკითხეთ. დასვით კითხვები. იმოგზაურეთ. ესაუბრეთ ირანელ ახალგაზრდებს. გაიცანით ადამიანები და არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ახალი ამბების სათაურთა გაცნობით. ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან. ჩვენი ისტორია საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაჯაჭვულა ერთმანეთთან — როგორც სასიამოვნო, ისე მწარე გამოცდილებებით. მწარე გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ, რათა ისინი აღარ განმეორდეს, ხოლო დადებითი გამოცდილებებიდან უნდა დავსახოთ იმედი, რომ ისინი ახალი ფორმით კვლავ განმეორდება. მომავალს არც პოლიტიკოსები შექმნიან და არც ისტორიკოსები — მას თქვენი თაობა შექმნის. მე მჯერა, რომ ირანელ და ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ერთმანეთისგან სასწავლად და მეგობრობისა და თანამშრომლობის ხიდის ასაშენებლად ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. ჩვენი საელჩო თბილისში თქვენი დიალოგის ადგილს წარმოადგენს და მოხარული ვიქნები, თუ ყოველკვირეულად შევხვდებით ერთმანეთს. სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს, დავესწრები თქვენს შეკრებებს, მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და მიღებულ აზრებს პასუხისმგებლიანად გადავცემ შესაბამის მხარეებს. ასევე მსურს ვეცადო ირანში თქვენი ჯგუფური მოგზაურობების დაორგანიზებას ან, თუ მასპინძლობისთვის მზად იქნებით, შემიძლია ირანელი ახალგაზრდების სამეცნიერო და ინტელექტუალური წრეები საქართველოში მოვიწვიო. პატივისცემით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

„როიტერი“ – უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას უზღუდავს

უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება, მაქსიმუმ, რვა წლის ვადით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა ვრცელდება თანამდებობის დატოვებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა არჩევის შემთხვევაშიც.როგორც მედია აღნიშნავს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნება აეკრძალება.ცვლილება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც 1990 წლის 2 მაისიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ ცვლილებებს „მიკერძოებად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი წესი ევროპის არცერთ საპარლამენტო დემოკრატიაში არ არსებობს.

მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-თან მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.„მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული“, – წერს ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა „ყველა სცენარისთვის“ მზადაა და მთავრობის მთავარი პრიორიტეტი „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“ ირანელი ხალხის ინტერესების დაცვა იქნება.მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია.„თუ მისი ყველა დებულება სათანადოდ იქნება შესრულებული, ის, შეიძლება, ქვეყნისთვის საამაყო დოკუმენტად ჩაითვალოს“, – აცხადებს ფეზეშქიანი.

დონალდ ტრამპი – ირანთან გარიგება სრულად ხელმოწერილია, მთავარია, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე დაგვთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გარიგება „ხელმოწერილია“.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, მოიცავს თუ არა შეთანხმება ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას.„არა, არ მოიცავს“, – უპასუხა ტრამპმა.მისივე თქმით, სანქციების საკითხი ირანის მომავალ ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების შინაარსი ოფიციალურად „მალე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ“.

ბოლო სიახლეები