სამშაბათი, მაისი 5, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.

„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მიმავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, გამოთქვა სურვილი სწავლა-სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია მშვილდაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა მაისურაძემ, ფაკულტეტის მენეჯერმა რეზი გურგენიძემ, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

სტუ-ის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების კურსი 67-მა სტუდენტმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი არსებობის ას წელზე მეტს ითვლის. ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მასალათმცოდნეობა“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „ფარმაცია“; საბაკალავრო პროგრამაზე – „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე – „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ინჟინრისა და მკვლევარის, ღირსების ორდენისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლის კავალერის ანა გიორგიშვილს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს. სამძიმრის წერილს სტუ ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო.ქალბატონ ანას ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. იგი იყო გამორჩეული პროფესიონალი, რომლმაც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო დარგის განვითარებაში.ანა გიორგიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საინჟინრო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“.აშშ-ის პრეზიდენტმა კონსერვატორ კომენტატორთან, ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.„პაპი ამჯობინებს იმ ფაქტზე საუბარს, რომ ირანს შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის საფრთხეს უქმნის ბევრ კათოლიკეს და ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.„ესოშიეთიდ პრესის“ თანახმად, რომის პაპს არ უთქვამს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს, არამედ მოუწოდა მხარეებს მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ და ზოგადად გააკრიტიკა ომი.პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ასახავს ბიბლიურ და საეკლესიო სწავლებებს და არ საუბრობს, როგორც ტრამპის პოლიტიკური კონკურენტი.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს, დრო ჩვენთვის არსებითი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს.მისივე თქმით, აშშ-მა ომში „უკვე გაიმარჯვა“.„ომი ალბათ კიდევ ორი კვირა ან შესაძლოა, სამი კვირა გაგრძელდება. დრო ჩვენთვის არსებითი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სულ 159 გემი ჰყავდა, ახლა კი არც ერთი არ ჰყავს. მისივე თქმით, თითოეული მათგანი ამჟამად ზღვის ფსკერზეა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. ტრამპის თქმით, „ირანელ ხალხს საკმარისი იარაღი თუ ექნებოდა, ისინი რეჟიმს აუცილებლად უპასუხებდნენ“.

შალვა პაპუაშვილი – 9 მაისს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სიმბოლურია, რომ რამდენიმე დღით ადრე რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, არის რეზოლუციის ავტორი

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღითი დღე თავს იმკვიდრებს, როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს.„დღეს ისინი ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია. ეს არის ფაშისტური ნარატივი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი

ივანიშვილის დროს, უკვე რამდენიმე წელია, მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება. ჩემ დროს მეტი იბადებოდა, ვიდრე კვდებოდა. ჩემ დროს მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა. ივანიშვილმა გადაუჯოკრა შაჰ აბასს, ნახევარ მილიონ ქართველს აიძულა ქვეყნიდან წასვლა და დაახლოებით ამდენი უცხოელი შემოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უახლოეს თვეებში გარდაუვალია ინდოელების მასობრივი შემოყვანა მშენებლობებსა და კომუნალურ სამუშაოებზე დასასაქმებლად.„მე ყოველთვის მინდოდა, ბევრი ტურისტი შემოსულიყო განვითარებული ქვეყნიდან, ფული დაეხარჯათ ქართულ ბიზნესებში და გასულიყო. ამათ შემოჰყავთ უცხოელები ძირითადად დაბალი განვითარების ქვეყნებიდან, მათ მიაქვთ ქვეყნიდან გაძევებული ქართველების ადგილები. ქმნიან ბიზნესებს და მიაქვთ ქართველების ფული. ეს არის ძალიან მწარე რეალობა – ხდება მრავალეთნიკური ქართველი არის გენეტიკური კოდის გამოცვლა.საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი. რატომ ხდება ეს ასე? მარტივია, დიქტატურას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ძირძველი მოსახლეობა, უცხოელები ნაკლებ ხელფასს კმაყოფილდებიან და არ ჯანყდებიან, მათთვის მთავარია ფულის გაკეთება და თუ ეს ნიშნავს ეთნიკური ქართველების, აზერბაიჯანელების და სომხების, ინდუსებით, პაკისტანელებით, რუსებით, ნიგერიელებით ჩანაცვლებას, ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი ამას მხოლოდ მიესალმება და ყველანაირად უწყობს ხელს. თუ არ მოვაშორეთ, საქართველო აღარ იარსებებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები