ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM პროექტების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და „STEM ინოვატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით STEM პროექტების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსმა, როგორც წინა წლებში, წელსაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლა ჩაერთო. მონაწილე გუნდებმა გამოფინეს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებული პროექტები, რომელთა შორის საუკეთესო 16 გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ნამუშევრები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, პროექტები მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა რობოტოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებზე დაფუძნებული სისტემები, ჭკვიანი ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, გარემოს დაცვის ინოვაციური მიდგომები და უსაფრთხოების თანამედროვე გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრისპირა სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების ტექნოლოგიური გზებით გადაჭრას ისახავს მიზნად.

„წარმოდგენილმა პროექტებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნება, ტექნიკური უნარები და ინოვაციური ხედვა. მონაწილე მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული მიდგომები და რეალური გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობებიც წარმოადგინეს. STEM პროექტების კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში კვლევითი და საინჟინრო უნარების განვითარებას, ასევე ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მომავალი მეცნიერების, ინჟინრებისა და ინოვატორების გამოვლენასა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. წარმოდგენილი პროექტების მრავალფეროვნება და ხარისხი ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება ახალი თაობა, რომელსაც აქვს ცოდნა, მოტივაცია და პოტენციალი, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური გამოწვევებისთვის“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

STEM პროექტების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასულ 16 გუნდს შორის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსის მაღალი დონისა და წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ადგილი ორ გუნდს შორის განაწილდა. პირველი ადგილი დაიკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის და სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის გუნდების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა – „წყალმომარაგების სისტემის ავტომატიზაცია და კულტურული მემკვიდრეობის არქივი“ და „საზღვრისპირა სოფელში უსაფრთხოების მონიტორინგი“. გუნდებს წარმოადგენდნენ მოსწავლეები: ანა ბერიანიძე; მარიამ ბერიანიძე; გიორგი ზაუტაშვილი; ელენე გლურჯიძე; გიორგი ელიზაბარაშვილი; რუსუდან ტატულაშვილი; ბარბარე ნიკოლაშვილი და თამუნა არჩუაძე. მენტორი თეა ხუროშვილი. მეორე ადგილზე გავიდა თელავის N7 საჯარო სკოლის გუნდი – ნიკო ლომაშვილის, ლიკა კუპატაძის, ზურა ხავაზურაშვილისა და მარაიმ ლაგაზაურის შემადგენლობით, პროექტით – „მღვიმეების მკვლევარი რობოტი“, მენტორ ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით. მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის გუნდი ინდირა ნატრიაშვილის მენტორობით და ლევან თულაშვილის, ლუკა მელაძის, ზურა ბერიძის შემადგენლობით, პროექტით – „რობოტული ხელი“.

კონკურსის ფარგლებში დაწესებული იყო სპეციალური პრიზებიც. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის მიერ დაწესებული 500-დოლარიანი ფულადი ჯილდო ორ გამორჩეულ გუნდს გადაეცა. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, პროექტისთვის „მარკშეიდერი – ბზარების დეტექცია“, ხოლო მეორე – ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც პროექტი „ბენზინის ხარისხის დადგენა“ წარმოადგინა.

ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაცია-ის მიერ დაწესებული 500-ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გუნდს პროექტისთვის „ბიბლიოთეკის ციფრული მოწყობა“.

გამარჯვებული გუნდებისთვის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი წამახალისებელი პრიზებიც დააწესეს. პირველი ადგილის მფლობელ გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-მა პროექტების შემდგომი განვითარების მიზნით ტექნიკის მაღაზიათა ქსელში გამოსაყენებელი 2000-ლარიანი ვაუჩერები გადასცა, ხოლო STEM ინოვატორთა ასოციაციამ გუნდებს სამი 3D პრინტერი აჩუქა. მესამე ადგილზე გასულ გუნდს უნივერსიტეტმა 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და სამეცნიერო ინტერესების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება.

„დღევანდელმა კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალგაზრდობას. წარმოდგენილი პროექტები გამოირჩეოდა როგორც ინოვაციური იდეებით, ისე მათი პრაქტიკული დანიშნულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიებს რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ და ქმნიან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შეიძლება გახდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, STEM განათლების პოპულარიზაციასა და იმ ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მონაწილეთა შორის არიან მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და გამომგონებლები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში. ყველა მონაწილეს ვულოცავ წარმატებას და ვუსურვებ ახალი იდეების განხორციელებასა და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა” – თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა

"ბარსელონას" ფორვარდმა ფერან ტორესმა, რომელიც იბიცაზე ისვენებს, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ის UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას შეხვდა.ტორესისთვის თოფურიასთან კავშირი მის განვითარებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. YouTuber Jordi Wild-ის "პოდკასტში" ადრე საუბრისას ტორესმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა მებრძოლთან შეხვედრამ მისი პირადი აზროვნება და სპორტისადმი პროფესიული მიდგომა."პირველივე შეხვედრისას საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. მან ბრძოლის წინ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე 1 რაუნდსაც ვერ გაუძლებდა. ვიფიქრე: "მინდა, მისნაირი ვიყო".ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ფერანი ვიყავი და შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი", - იხსენებს ტორესი.ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა მთლიანად შეცვალა ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის რეჟიმი. მან მწვრთნელს დღეში ორი ვარჯიში, ხოლო ნუტრიციოლოგს სამი კილოგრამის დაკლებაში დახმარება სთხოვა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ორსაათიანი ყოველდღიური აღდგენითი პროცედურები დაგეგმა.თოფურიასთან ურთიერთობამ ფერანის ცნობილი სახელი "ზვიგენიც" გამოიწვია. მან "ბარსელონაში" თანაგუნდელებს ილიას ფრაზა უთხრა, სადაც ის აცხადებდა, რომ ზვიგენი იყო, რომელსაც დიდი თევზების არ ეშინოდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ტორესს სოციალურ ქსელში ზვიგენის ემოჯებით უპასუხეს.

კახა კალაძე – აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს – შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე მიმართულებით, რაც...

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.ბლოგერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები