“ბარსელონას” ფორვარდმა ფერან ტორესმა, რომელიც იბიცაზე ისვენებს, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ის UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას შეხვდა.
ტორესისთვის თოფურიასთან კავშირი მის განვითარებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. YouTuber Jordi Wild-ის “პოდკასტში” ადრე საუბრისას ტორესმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა მებრძოლთან შეხვედრამ მისი პირადი აზროვნება და სპორტისადმი პროფესიული მიდგომა.
“პირველივე შეხვედრისას საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. მან ბრძოლის წინ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე 1 რაუნდსაც ვერ გაუძლებდა. ვიფიქრე: “მინდა, მისნაირი ვიყო”.
ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ფერანი ვიყავი და შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი”, – იხსენებს ტორესი.
ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა მთლიანად შეცვალა ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის რეჟიმი. მან მწვრთნელს დღეში ორი ვარჯიში, ხოლო ნუტრიციოლოგს სამი კილოგრამის დაკლებაში დახმარება სთხოვა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ორსაათიანი ყოველდღიური აღდგენითი პროცედურები დაგეგმა.
თოფურიასთან ურთიერთობამ ფერანის ცნობილი სახელი “ზვიგენიც” გამოიწვია. მან “ბარსელონაში” თანაგუნდელებს ილიას ფრაზა უთხრა, სადაც ის აცხადებდა, რომ ზვიგენი იყო, რომელსაც დიდი თევზების არ ეშინოდა. ამის შემდეგ “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა ტორესს სოციალურ ქსელში ზვიგენის ემოჯებით უპასუხეს.

