ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.
როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო.
“საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა. დღეს ჩვენ ამ პროექტს ვუძღვნით მის ხსოვნას.
ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს, ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. სახელწოდება “ბეთლემი” შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ეს არის მრავალპროფილური, როგორც საქველმოქმედო, ისე საგანმანათლებლო ცენტი. “ბეთლემი” კი განიმარტება, როგორც უფლის სახლი ხორციელი და სულიერი საზრდოთი.
11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული სახლი “ბეთლემი” – 150 ბენეფიციარზე, 24-საათიანი მზრუნველობით. ამას ემატება კიდევ 100 ბენეფიციარი დღის მომსახურებით, ხუმრობით და სიყვარულით “მოხუცებულთა ბაღი” დავარქვით”, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

