სამშაბათი, ივლისი 14, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვა გაიმართა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი თაობის პირველი წარმომადგენლები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული საავიაციო საინჟინრო სკოლის თანამედროვე განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. მათ მიერ სადიპლომო ნაშრომების წარმატებით დაცვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ერთგულად აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საინჟინრო მიმართულებების განვითარებას,“– ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პირველი კურსდამთავრებულების წარმატება ნათელი დასტურია იმისა, რომ აღდგენილმა პროგრამამ შეასრულა თავისი მთავარი დანიშნულება – დაიწყო ქვეყნისთვის საავიაციო ინჟინრების მომზადება. ასოცირებული პროფესორის, ბორის გითოლენდიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში საავიაციო საინჟინრო განათლების აღდგენისა და განვითარების პროცესში, რომლის მიზანია ქვეყნისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრების მომზადება.

„მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი ფაკულტეტისთვის, ისე ქართული საინჟინრო განათლებისთვის. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება სწორი და შედეგიანი იყო. ვულოცავ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით კი ხელს შეუწყობენ როგორც ქართული საავიაციო ინდუსტრიის, ისე ეროვნული საინჟინრო სკოლის შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სტუ-ის საპატიო დოქტორს და ქართული საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, პანტიკო თორდიას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროგრამას ხელმძღვანელობს ქართული საავიაციო სკოლის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი, პროფესორი რამინ ზუკაკიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში საავიაციო სპეციალისტების მომზადების განახლება განპირობებულია საავიაციო ინდუსტრიის განვითარებითა და კვალიფიციურ საინჟინრო კადრებზე მზარდი მოთხოვნით.

„ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, „საავიაციო ინჟინერიის“ პროგრამა, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გაიზარდა პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება, რაც დარგის განვითარებისა და ახალი თაობის საინჟინრო კადრების მომზადებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია.

ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ფასდაუდებელია მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანმიმართული მხარდაჭერა. საავიაციო ინჟინერიის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება, მისაღები კონტინგენტის გაზრდა და, რაც მთავარია, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის სრული სახელმწიფო დაფინანსება ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი აკადემიური ხედვა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები სრულ თანხვედრაშია. წარმატებებს ვუსურვებ კურსდამთავრებულებს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, 1968 წელს, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოამზადა მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრები ქართული საავიაციო ინდუსტრიისათვის. მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდნენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან საავიაციო კომპანიებში. სამწუხაროდ, რიგი მოვლენებიდან გამომდინარე სტუ-ში 2005 წელს საავიაციო ინჟინრების მომზადება შეწყდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი – ახალი ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი შეცვალა. მინისტრის ახალი ბრძანებით, განისაზღვრა და დაზუსტდა საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის კუთვნილი 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გაცემის პირობები, ვადები და საჭირო დოკუმენტაცია. დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომელიც ბავშვს უვლის და არ არსებობს დედის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საფუძველი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ვადით შეძლებს ბავშვის მოვლის შვებულების აღებას, საიდანაც 90 კალენდარული დღე ანაზღაურებადი იქნება. ცნობისთვის, საქართველოში დეკრეტული შვებულებით წელს, იანვარ-მაისის პერიოდში 284-მა მამაკაცმა და 4 560-მა ქალმა ისარგებლა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობა ჯამში 4 844 იყო. მშობლებისთვის გადარიცხულმა თანხამ კი დაახლოებით, 7,8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, კანონი ადგენს, რომ ბავშვის მამას 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება სრულად, თუ დედას ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია. თუ დედამ ანაზღაურებადი შვებულების ნაწილი უკვე გამოიყენა, მამას ანაზღაურდება მხოლოდ დედის მიერ გამოუყენებელი დღეების პროპორციული ნაწილი, თუმცა არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. ბრძანების პროექტით ასევე იცვლება შვებულების ანაზღაურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მოვლის შვებულებით მეორე მშობელი სარგებლობს, საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ:ბავშვის დაბადების მოწმობა; შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.ცვლილებები ასევე აისახება შვებულების ანაზღაურების გაცემისა და დოკუმენტების მიღების წესზე. მათ შორის, განისაზღვრება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტები ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი. პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებასაც. კერძოდ, იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებსაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება ბრძანების ამოქმედებამდე წარმოეშვათ, შვებულება ახალი წესით მიეცემათ.

საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, ეს იყო ილია მეორის ოცნება და იდეა – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო."საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ "ბეთლემს", რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა. დღეს ჩვენ ამ პროექტს ვუძღვნით მის ხსოვნას.ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს, ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. სახელწოდება "ბეთლემი" შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ეს არის მრავალპროფილური, როგორც საქველმოქმედო, ისე საგანმანათლებლო ცენტი. "ბეთლემი" კი განიმარტება, როგორც უფლის სახლი ხორციელი და სულიერი საზრდოთი.11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული სახლი "ბეთლემი" - 150 ბენეფიციარზე, 24-საათიანი მზრუნველობით. ამას ემატება კიდევ 100 ბენეფიციარი დღის მომსახურებით, ხუმრობით და სიყვარულით "მოხუცებულთა ბაღი" დავარქვით", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – მიხეილ ხიდურელი

საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მედიასთან განაცხადა.მისი თქმით, კომპანია Alshaya Group, რომელიც საქართველოში „სტარბაქსის“ ოპერირებას უზრუნველყოფს, 70-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ „სტარბაქსით“ არ შემოიფარგლება.„კომპანიას „სტარბაქსთან“ ერთად აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Victoria's Secret და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ „სტარბაქსით“ არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიცაა, მაგალითად, Primark,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.ხიდურელს დამატებითი დეტალები, მათ შორის, მოლაპარაკებების ეტაპისა და Primark-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის ვადების შესახებ, არ დაუსახელებია.Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმა ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა დევიდ სანჩესი ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციაში დევიდ სანჩესისთვის საჯარო სამსახურის პოზიცია არაკანონიერად შეიქმნა და მისი დანიშვნის პროცესი ადმინისტრაციული წესების დარღვევით წარიმართა, რაც ნეპოტიზმისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.თავად დევიდ სანჩესისი და პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.როგორც „როიტერი“ წერს,  ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ახალ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, რომლის მთავრობაც და უახლოესი გარემოცვაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის გამოძიებებისა და სკანდალების წინაშე დგას.ცნობისთვის, გასულ წელს  კორუფციის ბრალდება წაუყენეს სანჩესის მეუღლესსაც. ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ირაკლი კობახიძე – მადლობა ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიისას თავიდან ავირიდოთ გართულებები

მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.„ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები