ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დაიღუპა ქალი, რომელსაც ხელში ბომბი აუფეთქდა, პოლიციაში აცხადებენ, რომ დაღუპული ასაფეთქებელი მოწყობილობის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა

საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თესალონიკში 38 წლის ქალს ხელში ბომბი აუფეთქდა და ადგილზე დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ასაფეთქებელი მოწყობილობის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა, რა დროსაც ის აუფეთქდა.

აფეთქება სალონიკის ცენტრში, საცხოვრებელ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა, რომლის პირველ სართულზეც ბანკი იყო განთავსებული.

ადგილზე პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის ინფორმაციით, ქალი წარსულში სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებშიც იყო მხილებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

კიტ კელოგი – უკრაინელები მზად არიან დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, მათ თქვეს, გავალთ 15 კილომეტრით და რუსებიც გადით 15 კილომეტრით, იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ...

უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს, სადაც ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე.„უკრაინლებს უნდა ვუთხრათ: ეს არის ერთ-ერთი სიტუაცია, რომელიც შესაძლოა, დროთა განმავლობაში განვითარდეს. თუ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თანხმდები, მიწა, რომელსაც აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძოდით – ეს არის თქვენი მიწა ამჟამად. ის რაც 5-10 წელიწადში მოხდება, განსხვავებულია“, – განაცხადა მან და მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ქვეყნების მდგომარეობა და გერმანიის გაერთიანება მოიყვანა.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა თანახმაა ადგილზე ცეცხლის შეწყვეტაზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე გარკვეული დროით.„ისინი მზად არიან, შექმნან დემილიტარიზებული ზონა. ფაქტობრივად, მათ თქვეს, ჩვენ უკან გავალთ 15 კილომეტრით და თქვენ, რუსებიც გადით 15 კილომეტრით. ანუ იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ კონტროლდება“, – თქვა კელოგმა და აღნიშნა, რომ დემილიტარიზებული ზონის მონიტორინგი „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეუძლიათ. როგორც კელოგმა თქვა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები მზად არიან, განათავსონ ძალები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.„თუ შესაძლებელი გახდება ზავის 30 დღით შენარჩუნება – მე კი ნამდვილად მჯერა ამის – მაშინ შესაძლებელი იქნება მისი გახანგრძლივება და როდესაც სამხედრო ხარ, ძალიან რთულია კონფლიქტის განახლება. არ მგონია, რომ ამას გააკეთებენ“, – თქვა გენერალმა.

ბექა ლილუაშვილი – 26 მაისი არავის საკუთრება არ არის, ეს არის ქართველი ხალხის, ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება

26 მაისი არავის საკუთრება არ არის. ეს არის ქართველი ხალხის და ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება. ამიტომ ასეთ განცხადებებს მე არ გავაკეთებდი, – ამის შესახებ  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.ლილუაშვილის თქმით, 26 მაისი არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის დღე და იმედოვნებს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება.„ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა. ნორმალურ სახელმწიფოში ხელისუფლება კი არ აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ცდილობს, ისინი გააერთიანოს. ასეთ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნებოოდა, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების სულისჩამდგმელები იქნებიან. ბუნებრივად ეს რომ არ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ხელოვნურად, მათი რესურსებით მოახდენენ ამის პროვოცირებას. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, თუ პროვოკაციისგან. არცერთი მხრიდან არავინ, არცერთი ადამიანი არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას, რადგან ამ მავნებელი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს განაცხადა: „გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას“.

19 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ოჯახი უდასტურებს.19 წლის ალექსეი რუდიანსკის ოჯახი, ორი დღის განმავლობაში, ეძებდა.

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. მან დავით ფერაძე შეცვალა.ცნობისთვის, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

ბოლო სიახლეები