სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს და მას ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა უსურვა.
ბართლომეოსმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია ილია II-ის “ისტორიული და ნათელი” ღვაწლი, რომელმაც ეპოქალური კვალი დატოვა მსოფლიო მართლმადიდებლობაზე.
დოკუმენტში ხაზგასმულია ეკლესიებს შორის ჰარმონიული თანამშრომლობისა და მართლმადიდებლური ერთობის მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

