გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის დაარსებული ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე, აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. მინდა, მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას აღსაყდრება და ვუსურვო, მძიმე ჯვარი, რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორისგან, ატაროს ისე, რომ სრულად აღსრულებულიყოს მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენს რწმენაშია ჩადებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება იშვიათი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა და ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა.
„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა, ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო მესამე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა, თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

