იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს შიოს, აღსაყდრებას ულოცავს.
“იაპონიის საელჩო გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას.
დაე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრებამ კეთილდღეობა მოუტანოს საქართველოსა და მის ხალხს. ამ ახალ ეტაპზე, საელჩო გამოხატავს სურვილს, კიდევ უფრო განმტკიცდეს მეგობრობა და თანამშრომლობა საქართველოსთან”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

